სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგაში მატჩების 68% მოიგო.
ეს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია, თუ დროებითი მწვრთნელების მაჩვენებლებს არ გავითვალისწინებთ.
რეკორდი პეპ გვარდიოლას ეკუთვნის, რომელმაც ბუნდესლიგაში მატჩების 80% მოიგო. ტოპ-3 ში ასევე არიან ჰანსი ფლიკი (78%) და კარლო ანჩელოტი (73%).
საინტერესოა, რომ ჰონშტაინ კილთან (2:2) მატჩი ალონსოსთვის ლევერკუზენის სათავეში მე-100 იყო. ჯამში, მან 67-ს მოგება შეძლო (სუპერთასის მატჩში პენალტებში მოგების ჩათვლით) და მხოლოდ 12-ჯერ დამარცხდა. ამ ას მატჩში გუნდმა 232 გოლი გაიტანა და 102 გაუშვა.
ამ პერიოდში ლევერკუზენმა ბუნდესლიგის 66 მატჩში 146 ქულა მოაგროვა - ყველაზე მეტი ჩემპიონატში. საშუალოდ 2.2 ქულა ბუნდესლიგის ერთ მატჩში - კლუბის რეკორდია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები