სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში მეცმა კლერმონი მიიღო და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც 33-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა, გიორგიმ წინა ტურებში ლიონსა და ნანტს შეუგდო, ახლა კი მისი მსხვერპლი კლერმონი აღმოჩნდა.
Sofascore-ის მიხედვით მიქაუტაძემ დღევანდელი მატჩისთვის 7.0 შეფასება დაიმსახურა.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება მეცს, გუნდი 23 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდ ზონაში იმყოფება, უსაფრთხო ზონას კი 2 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები