ფანების მიერ შერჩეული მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი ოფიციალურად გამოცხადდა.
ფიფას მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანებმა საუკეთესო თერთმეტეულში საუკეთესო ბომბარდირები - კილიან მბაპე, ლეო მესი, ერლინგ ჰალანდი და ასევე კაბო ვერდეს მეკარე ვოზინია გაიყვანეს.
სრული სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ვოზინია (კაბო-ვერდე)
დაცვა: პედრო პორო (ესპანეთი), ლისანდრო მარტინესი (არგენტინა), დაიო უპამეკანო (საფრანგეთი), მარკ კუკურელია (ესპანეთი)
ნახევარდაცვა: როდრი (ესპანეთი), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), მაიკლ ოლისე (საფრანგეთი)
თავდასხმა: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია).