სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ვულვზმა მოლინეუქსზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე მანჩესტერი კაცნაკლული დარჩა. 47-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
49-ე წუთზე ვულვზმა გოლი გაიტანა, თუმცა ლარსენის ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. საბოლოოდ 58-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მაინც გახსნეს, 58-ე წუთზე მატეუშ კუნიამ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი.
საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში იუნაიტედის კარში მე-2 ასეთი გოლი გავიდა. ტოტენჰემთან მატჩში სონმა გაუტანა გოლი კუთხურიდან ამორიმის გუნდს.
მატჩს საბოლოო წერტილი კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ჰი-ჩან ჰვანმა დაუსვა და ვულვზმა შეხვედრა 2-0 მოიგო.
მანჩესტერმა კი სიტისთან გამარჯვების შემდეგ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. პრემიერ ლიგაში 18 ტურის შემდეგ გუნდს 22 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, ვულვზი კი 15 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები