სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, Geo Team-თან განვლილი მატჩი შეაფასა.
„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ძალიან, იმიტომ რომ ახალი ტურნირი, ერთა ლიგა დაიწყო.
პირველი თამაში და პირველი მოგება, თანაც ასეთი - 4:1. ყველამ კარგად ვითამაშეთ და მომავლისთვის ეს ძალიან კარგია.
ევრო 2024-ს ბომბარდირის ტიტული? გახარებული ვარ, რომ ასეთი ჯილდო მივიღე და საუკეთესო ბომბარდირი რომ გავხდი. პატარაობიდან ამაზე ვოცნებობდი და დღეს მივაღწიე. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ.
ლოჩოშვილის საგოლე პასი? დამასვა ფეხზე (იცინის), მე მხოლოდ ფეხი მივარტყი და გავიტანე.
ლიონშიც კარგად ვთამაშობ. ერთადერთი რაც იქ დამაკლდა - გოლებია, მაგრამ ვიცი რომ მოვა და არ ვნერვიულობ ამაზე." - აღნიშნა მიქაუტაძემ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები