-
Aa
+
ფონტის ზომა
მეცის გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ქართველმა ფეხბურთელმა ხმების 56% დაიმსახურა. მან თვის ფეხბურთელის ჯილდო ამ სეზონში უკვე მეორედ მიიღო. ფანებმა გიორგი აიაქსში გადასვლამდე, აგვისტოში, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მეცის ათიანის ანგარიშზე თებერვალში 1 გოლი (ლიონთან) და 1 საგოლე გადაცემა (ლორიანთან) იყო, მარტში კი თავდამსხმელმა ეს შედეგი უკვე ნანტთან შეხვედრაში გაიმეორა.
სანაკრებო პაუზამდე მეცს კიდევ 2 შეხვედრა ელის: კლერმონთან და რეიმსთან.
კომენტარები