-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ტოპ სამიზნე იყო.
წყაროს ცნობით, ქართველ თავდამსხმელს 3 შემოთავაზება ჰქონდა და ყველა უარით გაისტუმრა.
გალათასარაი, რომელიც ახალ შემტევს ეძებდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა მიქაუტაძის ტრანსფერზე. ქართველის უარის შემდეგ თურქებმა მილანიდან ევროპის ჩემპიონი, ალვარო მორატა იჯარის წესით დაიმატეს.
ალ ნასრი, რომელიც ახალი თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობდა, პირველ სამიზნედ მიქაუტაძეს მიიჩნევდა. გიორგის დამატების ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი იყო. ფეხბურთელის უარის შემდეგ არაბებმა ასტონ ვილადან ჯონ დურანი 77 მილიონ ევროდ შეიძინეს.
ფრანკფურტის აინტრახტი, რომელმაც ომარ მარმუში მანჩესტერ სიტიში 75 მილიონ ევროდ გაყიდა, მზად იყო 30 მილიონი ლიონისთვის მიქაუტაძის სანაცვლოდ გადაეხადა. ფეხბურთელმა გერმანულ კლუბს უთხრა, რომ მინიმუმ ზაფხულამდე გუნდის შეცვლის იდეას არც განიხილავდა.
კლუბების უამრავი მცდელობის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე, სულ მცირე, ზაფხულამდე ლიონში რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები