-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის მე-2 ტურში ლიონი გლაზგოში რეინჯერსს ეწვია და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე მალიკ ფოფანამ გახსნა, თუმცა მალევე, 4 წუთში ტომ ლოურენსმა წონასწორობა აღადგინა. მე-19 წუთზე სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ. თავი ლიონელთა კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გამოიჩინა, რომელმაც უკვე ტაიმის ბოლოს დუბლის შესრულებაც მოახერხა. 46-ე წუთზე მან შორეული გასროლით გახადა ანგარიში 1-3 და რეინჯერსს გოლი გასახდელში გაატანა.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი დუბლი ვიხილეთ. 55-ე წუთზე მალიკ ფოფანამ თავისი მე-2 გოლიც გაიტანა და ოლიმპიკის უპირატესობა უკვე 3-ბურთიანი გახდა. საბოლოოდ ლიონმა შეხვედრა 1-4 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მალიკ ფოფანას ანგარიშზე 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც იყო, როგორც მოგახსენეთ, დუბლი შეასრულა ლაკაზეტმა, გამოსარჩევია რაიან შერკიც, რომელმაც ასევე 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩში სათამაშო წუთები არ მისცემია გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა.
ევროპა ლიგაზე ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ ლიონს 6 ქულა აქვს და იმ 5 გუნდს შორისაა, რომელმაც ორივე შეხვედრის მოგება მოახერხა - ლაციო, ლიონი, ტოტენემი, FCSB და ანდერლეხტი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები