სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ მილანში გადადის.
"სამედიცინო შემოწმებას გავივლი და დიახ, მილანს შევუერთდები. ჩემს გუნდელებს, სიმეონესა და ბორდს დავემშვიდობე. როცა 100%-ის გაცემა აღარ შეგიძლია, ჯობია გზები გაიყაროს. მე ევრო ატლეტიკოს მოთამაშის სტატუსით მოვიგე." - უთხრა მორატამ COPE-ს.
იტალიური კლუბი ესპანეთის ნაკრების კაპიტნის კონტრაქტში არსებულ პუნქტს იყენებს და მის გამოსასყიდ თანხას 13 მილიონ ევროს იხდის.
31 წლის მოთამაშე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ როსონერისთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მორატამ ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებს უკაპიტნა და ფურია როხასთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები