სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ჟირონამ საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
63-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ თავის გუნდს 3 ქულაც მოუტანა.
არნე სლოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან 6 გამარჯვება მოიპოვა და 18 ქულით ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში.
დღევანდელი შედეგით ლივერპულმა ოფიციალურად გაინაღდა პლეიოფის საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა.
პარალელურად მიმდინარე მატჩი დინამო ზაგრებსა და სელტიკს შორის 0-0 დასრულდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები