სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მანჩესტერ სიტიმ კოპენჰაგენი დამაჯერებლად დაამარცხა.
შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მატჩის ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - მე-5 და მე-9 წუთებზე აკანჯიმ და ალვარესმა თუ რაიმე ინტრიგა არსებობდა ისიც დაასამარეს.
29-ზე ელინუსიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ტაიმის მიწურულს ერლინგ ჰალანდმა თავისი გოლი შეაგდო და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, ორივე მატჩი სიტიმ ერთნაირი ანგარიშით (3:1) მოიგო, ორი მატჩის ჯამში 6:2 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდა.
კომენტარები