ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ

02 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ევროტურნირებისა და ტოპ ჩემპიონატების სეზონი დასრულდა, თუმცა საკლუბო ფეხბურთის მოყვარულებს წინ კიდევ ერთი ტურნირი ელოდებათ - FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.


ტურნირი 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ახალ ფორმატში კი მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომელიც 8 ჯგუფში განაწილდა, ჯგუფებიდან კი 2-2 საუკეთესო გუნდი გავა.


ტურნირზე კონფედერაციების საუკეთესო გუნდები ითამაშებენ (მთავარი საკლუბო ტურნირების გამარჯვებულები და 4-წლიანი რეიტინგის მიხედვით საუკეთესოები)


კონფედერაციების მიხედვით გუნდების კვოტა ასე განაწილდა:


AFC (აზია) - 4 გუნდი

CAF (აფრიკა) - 4 გუნდი

CONCACAF (ჩრდილო და ცენტრ. ამერიკა) - 4 გუნდი

CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა) - 6 გუნდი

OFC (ოკეანეთი) - 1 გუნდი

UEFA (ევროპა) - 12 გუნდი

მასპინძელი - 1 გუნდი


ჩატარების ადგილები


მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება - ფილადელფია, ვაშინგტონი, სიეტლი, პასადენა, ცინცინატი, შარლოტი, ატლანტა, მაიამი, ნეშვილი, ორლანდო (2 სტადიონი) და ნიუ ჯერსი.


მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 14 ივნისს მასპინძელი ინტერ მაიამისა და ეგვიპტური ალ აჰლის მატჩით გაიხსნება. შეხვედრა მაიამის ჰარდ როკ სთედიუმზე გაიმართება. ტურნირის ფინალი კი 13 ივლისს ნიუ ჯერსიში, მეტლაიფ სთედიუმზე შედგება.



ჯგუფები:


A - პალმეირასი (ბრაზილია), პორტუ (პორტუგალია), ალ აჰლი (ეგვიპტე), ინტერ მაიამი (აშშ)


B - პსჟ (საფრანგეთი) , ატლეტიკო (ესპანეთი), ბოტაფოგო (ბრაზილია), სიეტლ სანდერსი (აშშ)


C - ბაიერნი (გერმანია), ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია), ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), ბენფიკა (პორტუგალია)


D - ფლამენგო (ბრაზილია), ესპერანს დე ტუნისი (ტუნისი), ჩელსი (ინგლისი), ლოს ანჯელეს FC (აშშ)


E - რივერ პლეიტი (არგენტინა), ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია), მონტერეი (მექსიკა), ინტერი (იტალია)


F - ფლუმინენსე (ბრაზილია), დორტმუნდი (გერმანია), ულსანი (სამხრეთ კორეა), მამელოდი სანდაუნსი (სამხრეთ აფრიკა)


G - მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ვიდადი (მაროკო), ალ აინი (ემირატები), იუვენტუსი (იტალია)


H - რეალი (ესპანეთი), ალ ჰილალი (საუდის არაბეთი), პაჩუკა (მექსიკა), ზალცბურგი (ავსტრია)


საპრიზო თანხა


ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიარდი დოლარი იქნება, რომელიც 32 კლუბზე განაწილდება, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონი კი 125 მილიონ დოლარს მიიღებს.


სპორტული პერფორმანსისთვის 457 მილიონი დოლარია გამოყოფილი.


ჯგუფური ეტაპი (3 მატჩი): +2 მლნ. დოლარი მოგებაზე; +1 მლნ. დოლარი ფრეზე.

1/8 ფინალი: +7.5 მლნ. დოლარი

1/4 ფინალი: + 13.125 მლნ. დოლარი

1/2 ფინალი: +21 მლნ. დოლარი

ფინალისტი: +30 მლნ. დოლარი

გამარჯვებული: +40 მლნ. დოლარი


ტურნირზე მონაწილეობისთვის კი გუნდები 525 მილიონ დოლარს მიიღებენ.


ევროპა - 12.81-38.19 მლნ. დოლარი (რეიტინგის მიხედვით)

სამხრეთ ამერიკა - 15.21 მლნ. დოლარი

ჩრდილო, ცენტრალური ამერიკა - 9.55 მლნ. დოლარი

აზია და აფრიკა - 9.55 მლნ. დოლარი

ოკეანეთი - 3.58 მლნ. დოლარი


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბუსკეტსი: "ნათელია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დონის გუნდი არ ვართ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუსკეტსი: "ნათელია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დონის გუნდი არ ვართ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

3 ტრანსფერი მსოფლიო საკლუბომდე - ახალ ტურნირზე რეალს ალონსო გაიყვანს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

3 ტრანსფერი მსოფლიო საკლუბომდე - ახალ ტურნირზე რეალს ალონსო გაიყვანს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალ-ხელაიფი: "ლიგა კარგია, მაგრამ მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალ-ხელაიფი: "ლიგა კარგია, მაგრამ მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 მაი, 2025

ბუსკეტსი: "ნათელია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დონის გუნდი არ ვართ"

News image

30 მაი, 2025

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა

News image

12 მაი, 2025

3 ტრანსფერი მსოფლიო საკლუბომდე - ახალ ტურნირზე რეალს ალონსო გაიყვანს

News image

02 ივნ, 2025

ალ-ხელაიფი: "ლიგა კარგია, მაგრამ მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე უნდა დავიწყოთ ფიქრი"