-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ბუნდესნაკრების ახალი კაპიტნები დაასახელა.
გერმანელთა ახალი კაპიტანი იოზუა კიმიხი იქნება, ვიცე-კაპიტანი - ანტონიო რუდიგერი, მე-3 კაპიტნობა კი კაი ჰავერცს ერგო.
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრებში ახალი ეპოქა იწყება, რადგან სანაკრებო კარიერა ტონი კროოსმა, ტომას მიულერმა, მანუელ ნოიერმა და ილქაი გიუნდოგანმა დაასრულეს.
ნაგელსმანის გუნდი ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება, სადაც ჯგუფში უნგრეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 7 სექტემბერს გერმანია უნგრეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ნიდერლანდებს ეწვევა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები