-
Aa
+
ფონტის ზომა
Sky Italy-ს ცნობით, ნაპოლიმ მილანთან შეთანხმებას მიაღწია და ნოა ოკაფორი იჯარის წესით პარტენოპეიში ითამაშებს.
მილანელები იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებენ, ნაპოლის მოთამაშის გამოსყიდვა ზაფხულში 23 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა ეს სავალდებულო არ იქნება.
გამოსყიდვის შემთხვევაში შვეიცარიელი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის შემდეგ ოკაფორი გუნდის შეტევაში პირველი დანამატია.
მილანის შემტევი გასულ იანვარში ახლოს იყო ლაიფციგში ტრანსფერთან, თუმცა მან გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და როსონერიში დაბრუნდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები