-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ლივერპულმა ენფილდზე ლესტერს უმასპინძლა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე სტუმრები ჯორდან აიუმ დააწინაურა.
ლესტერს ტაიმის მოგება შეეძლო, თუმცა კომპენსირებულ დროში კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა და მეტოქე გუნდს გოლი გასახდელში გაატანა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც სწრაფი გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე კურტის ჯონსმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ალექსის მაკ ალისტერმა კი მე-2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
68-ე წუთზე კოდი გაკპოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, 82-ე წუთზე კი ნიდერლანდელმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მატჩს წერტილი კი მოჰამედ სალაჰმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
ლივერპულმა ამ მოგების შემდეგ 42 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თანაც მერსისაიდელებს მეორეადგილოსან ჩელსიზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.
ასევე ბომბარდირთა დავაში პირველობას ინარჩუნებს მოჰამედ სალაჰი, რომლის ანგარიშზეც 16 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაცაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები