Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის გახსნით მატჩში სენტ-ეტიენი ნიცას ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.
მატჩი ისტორიული და რეკორდული გამოდგა მასპინძელი გუნდისთვის, სტუმრები კი განადგურდნენ. ნიცამ პირველი ტაიმი 6-0 მოიგო. გოლები ბატუბინსიკამ (ავტოგოლი), ნდომბელემ, ჩომ, მუკოკომ (2) და გესანმა გაიტანეს.
ამ შედეგით ნიცა გახდა პირველი გუნდი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ლიგა 1-ის მატჩის პირველ ტაიმში 6 გოლი გაიტანა.
მასპინძლებმა თამაშის მეორე ნახევარში მონაგარს კიდევ 2 გოლი დაამატეს (დიოპი და როსარიო) და საბოლოოდ მეტოქე 8-0 გაანადგურეს.
ნიცამ 8 გოლი ერთ მატჩში 1957 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, სენტ-ეტიენმა კი ამდენი გოლი 1951 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
სენტ-ეტიენს ლიგა 1-ის პირველ 5 ტურში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, გაშვებული კი - 15.
მწვანეებმა წინა ტურში ლილი 1-0 დაამარცხეს, სადაც ზურიკო დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ნიცამ სენტ-ეტიენს ეს მოპოვებული 3 ქულა დაავიწყა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
მილანის ლეგენდები თბილისში არიან
ფეხბურთი
თამაშგარეთ - რომან დოლიძე
ქართული
დინამო თბილისი თასის 1/2 ფინალშია
ფეხბურთი