პიერ-ემერიკ ობამეიანგი დეპორტივო ლა კორუნიას ახალი ეპოქის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.
გაბონელმა თავდამსხმელმა ბებეტოს ისტორიული საკლუბო რეკორდი მოხსნა და დეპორტივოს მაისურით ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიტანა.
ობამეიანგმა ვილიარეალის წინააღმდეგ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა და გალისიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქის წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ობამეიანგის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მან ოფიციალურად გადაასწრო კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელებს - ბებეტოს, მაკაის, პანდიანის, რაბადეს, ელისეგისა და პაინიოს, რომლებმაც დეპორტივოში ჩატარებულ პირველ სამ შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა.
ამასთან, გაბონელმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში 250 გოლის ნიშნულს მიაღწია, რაც მისი გამორჩეული ევროპული კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა.
გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ობამეიანგი პირველი აფრიკელი მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში 250 გოლი გაიტანა.
გაბონელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავის ლიდერებს, სერხიო კამელიოსა და რაფინიას, მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.