სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის ატლეტიკომ სოსიედადის და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, რობინ ლე ნორმანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
როხიბლანკო 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
ატლეტიკომ სოსიედადთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრანსფერი ფორმალურად მას შემდეგ დაიხურება, რაც ის ევრო 2024-ს შემდგომი შვებულებიდან დაბრუნდება.
მადრიდულ გუნდში ლე ნორმანი მარიო ერმოსოს შეცვლის, რომელმაც კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ეს ატლეტიკოსთვის ზაფხულის ერთადერთი ტრანსფერი არ იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები