სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერსედესის F1 გუნდის ოფიციალური განცხადებით, ვალტერი ბოტასი გუნდში დაბრუნდა და 2025 წლის სეზონში სარეზერვო, მე-3 მრბოლელი იქნება.
ფინელი პილოტის მონაგარი ფორმულა 1-ში 10 მოგებული რბოლა, 20 პოულ პოზიცია და 67 პოდიუმია, საიდანაც 58-ჯერ ის მერსედესთან ერთად მოხვდა.
ბოტასი მერსედესში 2017-2021 წლებში ასპარეზობდა, რა პერიოდშიც გუნდი ზედიზედ 5-ჯერ გახდა კონსტრუქტორთა მსოფლიო ჩემპიონი. 2022-24 წლებში ვალტერი ალფა რომეოს/ზაუბერის მრბოლელი იყო, ახლა კი ყოფილ გუნდს უბრუნდება.
მერსედესის მრბოლელები 2025 წლის სეზონში ჯორჯ რასელი და კიმი ანტონელი იქნებიან, ლუის ჰემილტონი კი კარიერას ფერარიში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები