მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა კევინ დე ბრუინის საოცარი 10-წლიანი კარიერის შემდეგ ეტიჰადთან მისი ძეგლი დაიდგმება.
კლუბმა გადაწყვეტილება ბორნმუთან მატჩის შემდეგ გამოაცხადა, სადაც ბელგიელმა ეტიჰადზე სიტის მაისურით თავისი ბოლო თამაში ჩაატარა.
10 წელიწადში ჩატარებული 400 შეხვედრისა და გუნდთან ერთად მოგებული 19 ტიტულის შემდეგ, დე ბრუინი სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"ეს ნიშნავს, რომ ამ კლუბის ნაწილი ყოველთვის ვიქნები. როცა არ უნდა დავბრუნდე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, შემეძლება ჩემი თავის ნახვა, ამიტომ მე ყოველთვის აქ ვიქნები." - განაცხადა კევინმა ამბის გაგების შემდეგ.
2021 წელს ეტიჰადთან ვინსენ კომპანისა და დავიდ სილვას ძეგლები დაიდგა, 2022 წელს მათ სერხიო აგუეროს ძეგლი შეემატა, 2023 წელს კი სიტიმ მაიკ სამერბი, ფრენსის ლი და კოლინ ბელი დააფასა.
VIDEO: "Oh Kevin De Bruyne!" - ეტიჰადის ბოლო სიმღერა დე ბრუინს