მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიას ძმამ ალექსანდრემ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ UFC-სთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
"მოგესალმებით ყველას!
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო.
მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია.
ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.
ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება.
ამჯერად უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ.
მინდა გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი “Ultimate Fighting Championship”- თან.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო." - წერს 28 წლის მებრძოლი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები