-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონის ოლიმპიკმა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.
გუნდს ამიერიდან პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა გაწვრთნის, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ფონსეკა ამ სეზონის დასაწყისში მილანში დაინიშნა, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო თანამდებობა დეკემბრის ბოლოს დაატოვებინეს - მილანთან ერთად 24 მატჩში მან 12 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 6-ჯერ დამარცხდა.
პორტუგალიელისთვის ლიგა 1 ახალი ხილი არ არის - 2022-2024 წლებში ის ლილს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 90 მატჩში 47 გამარჯვება მოიპოვა, 25-ჯერ ფრე ითამაშა და 18-ჯერ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოლიმპიკმა ფრანგი პიერ საჟის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც გუნდს სათავეში 2023 წლის ნოემბრიდან ედგა და 56 მატჩში 32 გამარჯვება მოიპოვა, 11 ფრე ითამაშა და 13-ჯერ დამარცხდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები