მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონის ოლიმპიკის ოფიციალური განცხადებით, კლუბმა მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი და მისი შტაბის ყველა წევრი გაათავისუფლა.
"ეს სპორტული არჩევანი, რომელიც უკავშირდება 2024-2025 სეზონის ამჟამინდელ კონტექსტს, ეჭვქვეშ არ აყენებს იმ საოცარ სამუშაოს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში ჩატარდა და ლიონის ოლიმპიკი ყოველთვის მადლიერი იქნება პიერ საჟისა და მისი გუნდის მიმართ." - წერია კლუბის განცხადებაში.
საჟი ლიონში გასულ სეზონში მაშინ დაინიშნა, როცა გუნდი გასავარდნ ზონაში იყო. ფრანგმა სპეციალისტმა მოახერხა და გუნდი სეზონის ბოლოს ევროპა ლიგაზე და თასის ფინალში გაიყვანა. ოლიმპიკი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილზეა.
გავრცელებული ცნობებით, კლუბის პრეზიდენტი, ჯონ ტექსტორი ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მუშაობს და ცოტა ხნის წინ მილანიდან გათავისუფლებულ პაულო ფონსეკასთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა.
ფონსეკას საფრანგეთში მწვრთნელობის გამოცდილება აქვს. მილანამდე პორტუგალიელი, 2022-24 წლებში ლილს წვრთნიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები