მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ჯამალ მუსიალამ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
გერმანიის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ბაიერნს 2019 წელს ჩელსის აკადემიიდან შეუერთდა.
რეკორდმაისტერში ჩატარებულ 193 მატჩში მუსიალას ანგარიშზე 58 გოლი და 31 საგოლე გადაცემაა.
მან ბუნდესლიგა 4-ჯერ, გერმანიის სუპერთასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი კი თითოჯერ მოიგო.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ბაიერნი ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ფეხბურთში აქ გადავდგი და მჯერა, რომ რაღაც დიდის მიღწევა შეგვიძლია ამ კლუბში." - განაცხადა მუსიალამ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები