ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ არბიტრების მიერ მიღებული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებები დაასახელა.
გთავაზობთ ტოპ-ათეულს:
1. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, არბიტრმა გრემ პოლმა ავსტრალიისა და ხორვატიის მატჩში, ხორვატ იოსიპ შიმუნიჩს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.
2. აფრიკის თასზე, ტუნისისა და მალის მატჩში, ზამბიელმა არბიტრმა ჯენი სიკაზვემ საფინალო სასტვენი ჯერ 85-ე წუთზე ამოსტვინა, შემდეგ კი 90-ზე.
3. ტუნისელმა არბიტრმა ალი ბინ ნასერმა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, არგენტინისა და ინგლისის მატჩში, დიეგო მარადონას ხელით გატანილი გოლი ჩათვალა.
4. 2010 წლის მუნდიალის შესარჩევში, საფრანგეთმა ირლანდიას გოლი მას შემდეგ გაუტანა, რაც ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაისწორა, თუმცა მსაჯმა მარტინ ჰანსონმა ეს ვერ დაინახა.
5. 1982 წლის მუნდიალზე, გერმანიის მეკარე ჩარლს შუმაჰერი ფრანკ პატრიკ ბატისტონს ნახტომში ბუცებით შეეჯახა, თუმცა ჩარლს კორვერმა ის არ გააძევა.
6. 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ჩელსი - ბარსელონას საპასუხო მატჩში ტომ-ჰენინგ ოვრებოს მსაჯობა, რომელმაც კატალონიელთა კარში რამდენიმე აშკარა პენალტი არ დანიშნა და სრულიად უმიზეზოდ გააძევა მოედნიდან ერიკ აბიდალი.
7. ბრაზილიის ნახევრად პროფესიონალური ლიგის მატჩში არბიტრმა ბურთის მომწოდებლის მიერ გატანილი გოლი ჩათვალა.
8. თურქმა მსაჯმა ჩათვალა თავისივე გოლი ბეშიქთაშის კარში (დარტყმის შემდეგ, ბურთი მას მოხვდა და სწორედ ასე შეფრინდა კარში), 1986 წელს, ანკარაგიუჯუსთან შეხვედრაში.
9. მარკ კლატენბურტმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის მატჩში ნანის გოლი ჩათვალა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი საჯარიმოში დაეცა და პენალტის მოთხოვნით, ბურთი ხელში აიღო.
10. 2002 წლი სმუნდიალზე ეკვადორელი არბიტრის მსაჯობა იტალიისა და სამხრეთ კორეას მატჩში.
ამ სიაში მე-17 ადგილზე გავიდა ფრენკ ლამპარდის მიერ 2010 წლის მუნდიალზე გერმანიის კარში გატანილი გოლი, როცა ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, თუმცა არბიტრმა ეს ვერ შენიშნა.
21-ე ადგილს დასჯერდა 1966 წლის მუნდიალის ფინალში ჯეფრი ჰერსტის მიერ გატანილი გოლი გერმანიის კარში, როცა ბურთს კარის ხაზი აშკარად არ გადაუკვეთავს.