Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოაო ფელიქსი მადრიდიში დაბრუნდა და განმარტოებით ვარჯიშობს. პორტუგალიელს ატლეტიკოს სტაფის წევრები ეხმარებიან.
ჟოაოს როხიბლანკოში დარჩენის შანსი არ არსებობს. კლუბს მისი გაყიდვა სურს და მოთამაშესაც უნდა, რომ გუნდი დატოვოს.
ფელიქსი კვლავ რჩება უნაი ემერის საოცნებო ტრანსფერად, ასტონ ვილა შეეცდება, რომ სატრანსფერო თანხა რაც შეიძლება შეამციროს.
24 წლის შემტევმა გასული სეზონი ბარსელონაში იჯარის წესით გაატარა და ახლა ატლეტიკოს დაუბრუნდა, თუმცა მხარეების სამომავლო გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ფელიქსმა ევრო 2024-ზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ითამაშა, გუნდი ასპარეზობას 1/4 ფინალში გამოეთიშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ერთადერთი პენალტი პორტუგალიელთა მხრიდან სწორედ ჟოაომ ვერ გამოიყენა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები