სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის კულმინაცია ახლოვდება. 14 ივლისს ბერლინში ერთმანეთს ესპანეთისა და ინგლისის ნაკრები დაუპირისპირდებიან და ევროპის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.
ფინალის წინ სხვადასხვა მაჩვენებლით ტურნირის საუკეთესო მეკარედ კვლავ გიორგი მამარდაშვილი რჩება.
უეფას ოფიციალური სტატისტიკით ქართველ მეკარეს ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი მოგერიება აქვს და კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.
1. მამარდაშვილი (საქართველო) - 29
2. ვერბრუგენი (ნიდერლანდები) - 18
3. ნიცე (რუმინეთი) - 16
3. მენიო (საფრანგეთი) - 16
5. მერთ გიუნოქი (თურქეთი) - 15
6, დონარუმა (იტალია) - 14
გიორგის მეორეადგილოსან ვერბრუგენზე 11-ით მეტი მოგერიება აქვს, ამ სიიდან კი ფინალში მხოლოდ მაიკ მენიო იმყოფება, რომელსაც ქართველის შედეგის გასამეორებლად 13 სეივის დაგროვება დასჭირდება, რაც საკმაოდ რთული იქნება.
სტატისტიკური ვებ-გვერდის Sofascore-ის შეფასებების მიხედვით საქართველოს ნაკრების მეკარე საერთოდაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა.
1. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) - 8.15
2. ფაბიან რუისი (ესპანეთი) - 8.02
3. დანი ოლმო (ესპანეთი) - 7.94
კიდევ ერთ სტატისტიკური ვებ-გვერდ Whoscored-საც თუ დავუჯერებთ, გიორგი ევრო 2024-ის საუკეთესო თერთმეტეულშია.
მამარდაშვილი; კიმიხი, ბიოლი, პეპე, მენდეში; იამალი, ოლმო, რუისი, გაკპო; მბაპე, ჰავერცი
იმედია, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის კარის დარაჯი უეფას ვერსიითაც მოხვდება ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულში. აღნიშნული გუნდი ფინალის შემდეგ გახდება ცნობილი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები