სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
20 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
პარა ტაეკვანდოში -52 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ანა ჯაფარიძე წარსდგა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ეგვიპტელი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ჯაფარიძემ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, ის აშშ-ს სახელით მოასპარეზე აგილა რამოსს დაუპირისპირდა და მეტოქეს 22-2 სძლია.
1/4 ფინალში ანას მეტოქე თურქი მერიემ ჩავდარი იყო, რომელსაც 7-6 მოუგო და პარიზის პარალიმპიადის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ირანელ ზაჰრა რაჰიმისთან 6-0 დამარცხდა.
ეგვიპტელის დამარცხებით 19 წლის ანა ჯაფარიძემ საქართველოს პარიზში პირველი მედალი მოუტანა.
დღეს ასევე პარა ტაეკვანდოში -47 კგ. წონით კატეგორიაში ლია ჩაჩიბაიამაც იასპარეზა, რომელიც პირველივე ბრძოლაში მაროკოელ ნაუალ ლარიფთან 12-11 დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები