2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლ პოგბას ემოციურმა ინტერვიუმ იუვენტუსის პოზიცია ვერ შეარხია.
ტურინული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ კლუბსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის ყველაფერი დასრულებულია და პოგბა იუვეს მაისურით აღარ ითამაშებს.
„პოგბა დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა გეგმები გვაქვს. განსხვავებული ტიპის ფეხბურთელებზე გავაკეთეთ ფსონი და ჩვენი გუნდი სრულად არის დაკომპლექტებული." - აღნიშნა ფუნქციონერმა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსი და პოგბა კონტრაქტს გაწყვეტენ და ფრანგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
არადა, რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, პოგბამ აღიარა, რომ იუვენტუსის დატოვება არ სურს და კლუბისთვის აქამდე გაცემული ავანსებისთვის ვალის დაბრუნებას აპირებს. ის კი არა, ნახევარმცველმა იუვენტუსში დასარჩენად ხელფასის შემცირების მზადყოფნაც კი გამოთქვა. ამ ინტერვიუდან მალევე დაიწერა, რომ იუვეში ამ განცხადებით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან ის კლუბთან არ იყო შეთანხმებული.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის სერია ა-ს სასტარტო ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც პოგბამ სრულად სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ფრანგი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და თავდაპირველად 4-წლიანი ბანიც მიესაჯა, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი იანვრიდან შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას, მარტიდან კი - მოედანზე დაბრუნდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები