სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში კანადის გრანპრის კვალიფიკაცია გაიმართა, სადაც პოულ პოზიცია მერსედესის მრბოლელმა ჯორჯ რასელმა დაიმსახურა.
თუმცა ბრიტანელი კვალიფიკაციის ვერმოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მაქს ვერსტაპენს (რედ ბული) ამისთვის წამის მეასედი დააკლდა და ამის გამო საკმაოდ იშვიათი მოვლენაც დაფიქსირდა.
საქმე იმაშია, რომ ჯორჯ რასელმა და მაქს ვერსტაპენმა საკვალიფიკაციო წრე ზუსტად იდენტურ დროში გაიარეს (1:12.000), პოულ პოზიცია კი მერსედესის წარმომადგენელმა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა, რომ აღნიშნული დრო პირველმა დააფიქსირა.
ბოლოს ასეთი ფაქტი 1997 წელს მოხდა, როცა ხერესის გრანპრის კვალიფიკაციაზე ჟაკ ვილნევმა, მიხაელ შუმახერმა და ჰაინც-ჰარალდ ფრენცენმა ერთნაირი წრე გაიარეს (1:21.072).
კანადის რბოლას მე-3 პოზიციიდან ლანდო ნორისი (მაკლარენი) დაიწყებს, მე-4 მისი თანაგუნდელი ოსკარ პიასტრი იქნება. მე-5 პოზიცია დანიელ რიკიარდომ (RB) მოიპოვა, მე-6 და მე-7 პოზიციებიდან რბოლას კი ლეგენდარული ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) და ლუის ჰემილტონი (მერსედესი) დაიწყებენ.
ცუდი კვალიფიკაცია ჰქონდათ ფერარის წარმომადგენლებს - შარლ ლეკლერსა და კარლოს საინსს, რომლებიც რბოლის დასაწყისში მე-11 და მე-12 პოზიციაზე იქნებიან.
რბოლა სტარტს 22:00-ზე აიღებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები