-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისური გამოცემა Football League World გიორგი ჩაკვეტაძეზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
პრემიერ ლიგის 3 კლუბი - ევერტონი, ლესტერ სიტი და ვულვზი ქართველ მოთამაშეს აკვირდება, თუმცა ისინი უოტფორდის დაწესებულ დიდ სატრანსფერო თანხას უფრთხიან.
ჩაკვეტაძე ამ სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ მან ახალი კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა, სხვა კლუბების მხრიდან ინტერესს მაინც იწვევს.
ქართველს კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, თუმცა დაინტერესბულ კლუბებს შეუძლიათ უოტფორდის მთავარი აქტივი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადაიბირონ. როგორც The Sun იუწყება, ეს თანხა 20 მილიონი ფუნტია.
წყაროს ცნობით, ამხელა თანხას მსურველი კლუბები უფრთხიან, თუმცა 25 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებისგან არსებობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები