სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგა 2-ს მე-12 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ სტუმრად გრანადას მძიმე ბრძოლაში სძლია.
მატჩი ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე გაიმართა და ვალენსიური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-18 წუთზე ლევანტე ქოჩორაშვილის მორიგი გოლით დაწინაურდა, 31-ზე კი მარტინესმა კლუბის ლეგენდის, ხოსე ლუის მორალესის პასით მე-2 გოლის გატანაც შეძლო.
58-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ლევანტემ საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
12 ტურის შემდეგ ლევანტე 21 ქულით მე-2 ადგილს მირანტესთან ერთად იყოფს, გრანადა კი 19 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
გიორგი ქოჩორაშვილმა კი ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავი უიქენდი მორიგი გოლითა და კარგი პერფომანსით დააგვირგვინა - შეგახსენებთ, რომ გუშინ დუბლის შესრულება ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა, დღეს კი ლიგა 1-ში ლიონის მაისურით თავისი პირველი გოლები გიორგი მიქაუტაძემ შეაგდო.
გამოცემა SofaScore-მ ქოჩორას ამ მატჩისთვის 7.6 შეფასება დაუწერა - გიომ მოედანზე 95 წუთი გაატარა 59-დან 54 პასი ზუსტად შეასრულა (92% სიზუსტე), კარში ორჯერ ზუსტად დაარტყა, დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული ჰქონდა და 5 დუელიდან 3-ში გამარჯვებულიც დარჩა.
რაც შეეხება მასპინძლებს - გრანადას რიგებში პირველი ტაიმი გიორგი წიტაიშვილმა ჩაატარა, რომელმაც SofaScore-სგან 6.5 შეფასება მიიღო. გიო ბურთს 20-ჯერ შეეხო, 9-დან 8 პასი ზუსტად შეასრულა, დრიბლინგში წასვლა არ უცდია და კარშიც არ დაურტყამს. შესვენების შემდეგ, მწვრთნელმა მოედანზე მის ნაცვლად რეინიერი შემოიყვანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები