7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ ბენფიკას უკრაინელ გოლკიპერს, ანატოლი ტრუბინს, რუსი უწოდა.
ბაიერნი - ბენფიკას მატჩის შემდეგ, გამოცემამ ტრუბინის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც თავდაპირველად "რუს მეკარედ" იყო მოხსენიებული, მოგვიანებით, სტატია ჩასწორდა.
„ყველა მედიას მივმართავ - მე უკრაინელი ვარ." - წერს ტრუბინი სოციალურ ქსელში.
ალიანც არენაზე გამართული მატჩი ბაიერნმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი ტრუბინს იმ მატჩში ჯამალ მუსიალამ გაუტანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები