სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგაზე ჩატარებული 3 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში საინტერესო სიტუაციაა.
მოგეხსენებათ, პირველ 8 ადგილზე გასული გუნდი 1/8 ფინალში პირდაპირ გავა, აქ კი ახლა ასეთი ვითარებაა.
1-3. ლაციო, ტოტენჰემი, ანდერლეხტი - 9 ქულა
4-8. აიაქსი, გალათასარაი, ფრანკფურტი, მიდტიულანდი, ატლეტიკი - 7 ქულა.
9-დან 24-ე ადგილამდე გუნდები 1/16 ფინალის საგზურს მოიპოვებენ.
9. ბოდო/გლიმტი - 7 ქულა
10-13. ლიონი, რეინჯერსი, ოლიმპიაკოსი, FCSB - 6 ქულა
14. ფენერბაჰჩე - 5 ქულა
15-19. პორტუ, სლავია, სოსიედადი, ჰოფენჰაიმი, რომა - 4 ქულა
20-24. პლზენი, მანჩესტერი, ელფსბორგი, ფერენცვაროში, ალკმაარი - 3 ქულა
25-36-ე ადგილზე გასული გუნდები კი ევროპა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობებიან.
25-27. მალმიო, ბრაგა, ბეშიქთაში - 3 ქულა
28. ტვენტე - 2 ქულა
29-33. უნიონი, პაოკი, RFS, ნიცა, ლუდოგორეცი - 1 ქულა
34-36. მაკაბი, დინამო კიევი, ყარაბაღი - 0 ქულა
ევროპა ლიგაზე წინ კიდევ 5 ტურია, ასე რომ, გუნდებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი ვითარება გამოასწორონ და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ.
ტურნირის ბომბარდირი 3 ტურის შემდეგ პორტუს შემტევი სამუ ომოროდიონია 4 გოლით, 3-3 გოლი კი გალათასარაის მოთამაშე იუსუფ აქგიუნსა და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელ აიუბ ელ ქააბის აქვთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები