6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის საერთო ფაზაში მანჩესტერი მხოლოდ ფრეს თამაშობს.
მე-3 ტურში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჟოზე მოურინიოს ფენერბაჰჩეს სტამბოლში ეწვია და გუნდებმა ფრე, 1:1 ითამაშეს.
მე-15 წუთზე ჯოშუა ზირკზეს პასით მან იუნაიტედი კრისტიან ერიქსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც თურქებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და ანდრე ონანას რამდენჯერმე თავისი გუნდის გადარჩენა მოუწია.
49-ე წუთზე ანგარიში იუსეფ ენ ნესირის გოლით გათანაბრდა.
58-ზე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟოზე მოურინიომ ემოციები ვერ მოთოკა, რის გამოც არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და პორტუგალიელს თამაშის დარჩენილი ნაწილის ყურება ტრიბუნიდან მოუწია.
დარჩენილ დროში გუნდებმა ერთმანეთის კარი ვეღარ აიღეს და ხელი ფრეს მოაწერეს.
3 ტურის შემდეგ ფენერბაჰჩეს 5 ქულა აქვს და მე-14 პოზიციას იკავებს, მანჩესტერმა კი 3 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე 21-ე პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები