-
Aa
+
ფონტის ზომა
ოქტაგონში 10-1 რეკორდის დაგროვების შემდეგ კი მას საბოლოოდ ეძლევა ამის შანსი, UFC 330-ის მთავარ ბრძოლაში ის ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
ბრძოლის მოახლოებასთან ერთად ორივე მებრძოლმა თამამად იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დასრულდება მათი დაპირისპირება, თუმცა მათ შორის ისეთი „თრეშ-თოქი“ არ ყოფილა, რომელიც ზღვარს გადასცდებოდა და კონფლიქტს პირადულ ხასიათს მისცემდა.
უფრო მეტიც, გარი აღიარებს, რომ მახაჩევის მიმართ შეგნებულად უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავს, ვიდრე ზოგიერთი წინა მეტოქის მიმართ, რადგან ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა დააკნინოს ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველა მსოფლიოს საუკეთესო P4P მებრძოლად მიიჩნევს.
სწორედ ასეთი მეტოქის დამარცხებით სურს გარის UFC-ის ჩემპიონობა.
„თუ რამეა, მე ის განზრახ ავიყვანე კვარცხლბეკზე,“ - განაცხადა გარიმ.
მას სხვებზე მეტ პატივს ვცემ, რადგან ეს დაიმსახურა.
მე მას კვარცხლბეკზე ვაყენებ, როგორც ამჟამად პლანეტის საუკეთესო მებრძოლს, სანამ საპირისპიროს ვინმე არ დაამტკიცებს. იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ადამიანის დამარცხება მინდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.“
მახაჩევს გარის მიმართ უპატივცემულო არაფერი უთქვამს, თუმცა იწინასწარმეტყველა, რომ ბრძოლა მე-3 რაუნდს ვერ გასცდება.
მართალია, ბოლო ბრძოლაში, რომელშიც UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი გახდა, მახაჩევს გამარჯვებისთვის მსაჯების გადაწყვეტილება დასჭირდა, თუმცა ის ცნობილია, როგორც შესანიშნავი ფინიშერი და პარტერში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მებრძოლი.
გარი საერთოდ არ შეურაცხყოფილა იმით, რომ მახაჩევი ბრძოლის შედეგში ასე დარწმუნებულია. მისი აზრით, როგორც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ მებრძოლს, ისლამს ამის სრული უფლება აქვს.
„ვფიქრობ, ისლამი 25-წუთიანი ომისთვის სრულად მზად არის,“ - თქვა გარიმ.
ის ყველა რაუნდში სახიფათოა. თავდაჯერებული უნდა იყოს. უნდა სჯეროდეს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია, რადგან მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი რწმენა ჰქონდეს.
თუმცა ბრძოლები ასეთი მარტივი არ არის და როდესაც 16 აგვისტოს ოქტაგონის მეორე მხარეს ჩემს პირისპირ დადგება, მეც ჩემი გეგმები მექნება. მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს. სწორედ ამის გასაგებად უყურებს ამ ბრძოლას ყველა.“
გარის UFC-ის ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობა საბოლოოდ ეძლევა მას შემდეგ, რაც რეიტინგში ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევდა წინ.
ამ გზაზე მას სირთულესთან გამკლავებაც მოუხდა, 2024 წელს შავკატ რახმონოვთან დაძაბულ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.
პირველი მარცხი მისთვის მტკივნეული იყო, თუმცა გარის საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგავს. ის მუშაობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით დაუბრუნდა, რათა საბოლოო მიზნისთვის, UFC-ის ჩემპიონობისთვის, მიეღწია.
ერთადერთი მარცხის შემდეგ გარიმ ჯერ სანახაობრივი სტილით ცნობილი ბრაზილიელი კარლოს პრატესი დაამარცხა, შემდეგ კი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა UFC-ის ნახევრად საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონ ბელალ მუჰამედთან. ამ შედეგებმა მას მახაჩევთან ბრძოლის შესაძლებლობა მოუტანა.
გარიმ იცის, რომ ეს მისი შანსია, საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო ქვესაშუალო წონოსანია და პირობას დებს, რომ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.
„ეს ბედისწერის აღსრულებაა,“ - თქვა გარიმ.
სხვა არაფერი არსებობდა. სხვა ფოკუსი, სხვა მოტივაცია, სხვა მიზანი არ მქონია. მინდა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. როდესაც UFC-ის ჩემპიონი ხარ, პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლები. სწორედ ეს მინდა.
მახაჩევისა და გარის სატიტულო ბრძოლა UFC 330-ზე შედგება, რომელიც 16 აგვისტოს ფილადელფიაში გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები