კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ნეიმარის შეყვანის გადაწყვეტილება გუნდის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე მიიღო.
BBC Sport-ის ჟურნალისტის, გილემ ბალაგეს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი თავდაპირველად არ აპირებდა „ათიანის“ გამოძახებას, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა დავიდე ანჩელოტის რჩევამ განაპირობა.
გამოცდილი მწვრთნელის შეფასებით, რომელიც მისმა შვილმა გადასცა, ნეიმარის არყოფნას შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ნაკრებისთვის, რადგან თავდამსხმელს გუნდის მოთამაშეებზე დიდი გავლენა აქვს და ასევე მნიშვნელოვანი მედიური ფიგურაა.
სწორედ ამიტომ, უფრო მომგებიანად ჩაითვალა მისი გუნდის შიგნით ყოფნა.
თუმცა, ამის სანაცვლოდ 3 პირობა დაწესდა:
ნეიმარი კაპიტნების როტაციაში არ იქნებოდა;
ის მსოფლიო ჩემპიონატზე სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებდა;
და ბოლოს, მას ტურნირის დროს სოციალური ქსელების გამოყენების დრო უნდა შეემცირებინა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, ნეიმარი მაროკოსთან პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს, თუმცა შემდეგ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.