Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მცველმა, ხესუს ვალიეხომ Marca-ს ინფორმაცია უარყო.
ესპანურმა გამოცემამ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხესუს ვალიეხომ ტრავმა მიიღო და რეალს აშშ-ში პრესეზონის მატჩების ჩასატარებლად არ წაყვებოდა.
თუმცა, ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მალევე უარყო:
„ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის, არც ტრავმირებული ვარ და აშშ-შიც მივემგზავრები." - წერს ვალიეხო სოციალურ ქსელში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები