-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ლას პალმასს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით სტუმრებმა გახსნეს. პირველივე წუთზე ფაბიო სილვამ გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა.
მადრიდელებმა თამაშის მოტრიალება პირველივე ტაიმში შეძლეს. მე-18 წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა. 33-ე წუთზე მასპინძლები წინ ბრაჰიმ დიასმა გაიყვანა, აქედან 3 წუთში კი მბაპემ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
43-ე წუთზე ფრანგს ჰეთთრიქის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, რეალმა პირველი ტაიმი 3-1 მოიგო.
57-ე წუთზე რეალის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, თავისი გოლი როდრიგომაც გაიტანა. 64-ე წუთზე ლას პალმასის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ბენიტო რამირესმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ.
მასპინძლებმა დარჩენილ დროში კიდევ 2 გოლის გატანა შეძლეს, თუმცა თამაშგარის გამო არც ეს გოლები ჩაითვალა. გოლები ჯუდ ბელინგემსა და ფედერიკო ვალვერდეს გაუუქმდათ.
კარლო ანჩელოტის გუნდს 46 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. მეორეადგილოსან ატლეტიკოსთან უპირატესობა ორქულიანია, ბარსელონასთან და ბილბაოს ატლეტიკთან კი - ხუთქულიანი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები