Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანელი ჟურნალისტის ხოსე ფელიქს დიასის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა ფერლან მენდისთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
მხარეები ახალ ხელშეკრულებას 2027 წლამდე გააფორმებენ, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ბოლო დეტალების მოგვარების შემდეგ ინფორმაციას ოფიციალური სახე მიეცემა და დოკუმენტებს ხელიც მოეწერება.
ფერლან მენდი რეალის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, ის სამეფო კლუბს ლიონის ოლიმპიკიდან შეუერთდა.
მენდიმ მადრიდელთა შემადგენლობაში 3 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა და 1 უეფას სუპერ თასი მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები