-
Aa
+
ფონტის ზომა
Sky Sport Deutschland-მა შეაფასა, რა შანსი აქვთ მომავალში ჰალანდის შესაძენად ბარსელონასა და რეალს.
როგორც კატალონიური პრესა იუწყება, მან სიტის ვარსკვლავის შეძენაზე ჟოან ლაპორტა ოცნებობს.
გერმანული სპორტული არხის ცნობით, ამჟამად ჰალანდის შესაძენად აქტიური მუშაობა არ მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ჰალანდი თავის მომავალს ესპანეთში ხედავს, მას ეს ქვეყანა ძალიან უყვარს და ხშირად მარბელიაზე ისვენებს ხოლმე.
თუმცა, როგორც ზემოთხსენებული წყარო ამბობს, ამ ეტაპზე გაცილებით მეტი შანსი იმის, რომ ჰალანდი რეალში ითამაშებს, ვიდრე ბარსელონაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები