სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა Red Bull Car Park Drift-ის საქართველოს 2024 წლის ფინალს უმასპინძლა.
ფინალურ ეტაპზე 18 მონაწილე კვალიფიცირდა: ნოდო კოდუა, მევლუდ მელაძე, გუგა კირვალიძე, გიორგი კოდუა, დემეტრე როგავა, ირაკლი ბერულავა, აკაკი თვალოძე, ნუკრი სალია, სამსონ წიქარიშვილი, ლაშა ბოსტაშვილი, ირაკლი როშნიაშვილი, გიორგი გრძელაშვილი, კარლო ოჩიგავა, სანდრო ფოფხაძე, ირაკლი ფიფია, ჯაბა სოროზანიშვილი, დავით მენთეშაშვილი, ლუკა სიხარულიძე.
Red Bull Car Park Drift-ის საქართველოს 2024 წლის გამარჯვებული გიორგი კოდუა გახდა, მე-2 ადგილი ირაკლი როშნიაშვილმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი დემეტრე როგავა გავიდა.
გიორგი კოდუა გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა. ის საუკეთესო 2022 წელსაც იყო. კოდუა მონაწილეობას მსოფლიო ფინალზე მიიღებს, რომელიც ომანში ჩატარდება.
ღონისძიებას გამორჩეული ქართველი სპორტსმენები - ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ესტუმრნენ, რომელთაც მსოფლიოს რეკორდსმენ დრიფტერ - აბდო ფეგალისთან ერთად ტესტ დრაივები გაიარეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები