-
Aa
+
ფონტის ზომა
რობერტო მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრებიდან გაუშვებენ.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია იტალიელი მწვრთნელის გათავისუფლების განცხადებას გააკეთებს. მოსალოდნელია, რომ ეს დღის ბოლომდე მოხდება.
მანჩინის გაშვების მთავარ მიზეზად ნაკრების წარუმატებელი შედეგები და გუნდთან გაუარესებული ურთიერთობა სახელდება.
ევრო 2020-ს ჩემპიონმა საუდის არაბეთი წინა წლის აგვისტოში ჩაიბარა, როცა ამ თანამდებობის გამო იტალიის ნაკრები დატოვა. მისი ხელმძღავნელობით, გუნდმა 2026 წლის მუნდიალის აზიის საკვალიფიკაციოზე 4-დან მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო და 5 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს, სადაც გამსვლელი მხოლოდ პირველი ორი პოზიციაა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები