ფრენკი დე იონგი მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება, თუმცა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად მას კარიერაში ყველაზე რთული ბრძოლის გადატანა მოუწევს.
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ხალიდ ბულარუზის განცხადებით, როდრის ტრანსფერმა ჰანსი ფლიკის გუნდში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
სანამ როდრი იქ არის, საყრდენის პოზიცია მისი იქნება. ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია, იდეალურად ართმევს ბურთს, ერთვება შეტევაში და ხელშეუხებელი სტატუსი აქვს
იმის გათვალისწინებით, რომ შეტევაზე ორიენტირებულ პოზიციებს ძირითადად დანი ოლმო ან ფერმინ ლოპესი იკავებენ, ბულარუზის აზრით, ფრენკის ერთადერთი დარჩენილი ადგილისთვის კონკურენცია უშუალოდ პედრისთან მოუწევს. პედრი შეტევების დამაკავშირებელი რგოლია, ხოლო დე იონგი უფრო სიღრმიდან თამაშის წამომწყები პლეიმეიქერი.
კონკურენციას გავისა და მარკ ბერნალის ფაქტორიც ამძაფრებს. სწორედ ამიტომ, ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ფლიკის ტაქტიკური სიურპრიზის შესახებ, გერმანელი სპეციალისტი სერიოზულად განიხილავს ვარიანტს, რომ 2029 წლამდე კონტრაქტის მქონე ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოსცადოს.