სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის შემტევს, როდრიგოს მიაჩნია, რომ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვედრას იმსახურებდა.
ფრანც ფუტბოლის გამოქვეყნებულ 30 ნომინანტში როდრიგოს ადგილი არ მოიძებნა.
„გული დამწყდა, იმიტომ რომ მგონია, რომ იქ ყოფნას ვიმსახურებდი. არ მინდა სხვა ფეხბურთელების მიღწევები შევამცირო, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 30 კაცში ჩემი ადგილიც უნდა ყოფილიყო. ჩემთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა. თუმცა, ბევრს ვერაფერს ვიზამ, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ.
სათქმელი არაფერი მაქვს. ყველამ იცის, რომ იმედგაცრუებული ვარ. ყველამ მხარი დამიჭირა, როგორც ნაკრებში, ისე მადრიდის რეალში." - აღნიშნა როდრიგომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები