მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური AS ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მადრიდის რეალში ტრანსფერზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, ტრანსფერი 90%-ით გადაწყვეტილია, ინგლისელი ცალი ფეხით უკვე რეალშია და ეს ამბავი ოფიციალურადაც მალე გადაწყდება.
ტრენტი აგრძელებს ლივერპულის შეთავაზებების იგნორირებას და მხოლოდ მადრიდულ ზარებს პასუხობს, რადგან მას ბერნაბეუზე გადასვლა სურს. რეალში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ყველაფერი შეთანხმებულია და მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო.
ეს ოპერაცია გასულ კვირებში დაჩქარდა. საეჭვოა, როგორ დაბრუნდება მძიმე ტრავმიდან დანი კარვახალი, მას კი უკვე შესაბამისი შემცვლელი ესაჭიროება. ესპანელი იანვარში 33 წლის ხდება, ასევე ამ პოზიციაზე რეალში ლუკას ვასკესი თამაშობს ხოლმე, თუმცა ის მხოლოდ კარგ სათადარიგოდ განიხილება.
რეალი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გეგმა B-დ პედრო პოროს განიხილავს, ასევე ჯერემი ფრიმპონგსა და ხუანლუს, თუმცა ტრენტი მთავარი სამიზნეა.
ინგლისელ მოთამაშეს ლივერპულთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტრანსფერის შემთხვევაში ის რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები