მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრენტფორდთან მატჩის შემდეგ გაბრიელ ჟესუსმა კომენტარი გააკეთა.
"კლუბში ყველას შეუძლია თქვას, თუ როგორ ვმუშაობ ყოველდღე. მე არ ვნებდები. მსურს გოლების გატანა გავაგრძელო, რათა გუნდს დავეხმარო." - განაცხადა ბრაზილიელმა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში არსენალი ბრენტფორდს ესტუმრა და 1-3 გაიმარჯვა.
ლონდონელთა მხრიდან გოლები გაბრიელ ჟესუსმა, მიკელ მერინომ და გაბრიელ მარტინელიმ გაიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ჟესუსი დასახელდა.
არსენალი 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლივერპულს 6 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები