-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალი ტრენტ ალექსანდრ არნოლდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
The Times-ის ინფორმაციით, რეალს სურს, ისარგებლოს იმით, რომ ტრენტი ლივერპულთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს და ფეხბურთელი იანვარშივე შეიძინოს.
როგორც ცნობილია, რეალმა ლივერპულს ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა დაუყონებლივი უარი მიიღო.
იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდელები ტრენტის თაობაზე ლივერპულს კიდევ ერთ, 20-მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებენ და თუ კვლავ უარს მიიღებენ, მაშინ ფეხბურთელის დამატებას უფასოდ, ზაფხულში შეეცდებიან.
თავის მხრივ, ლივერპული ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მოხერხდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები