მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯუდ ბელინგემმა ვალენსიასთან (2:1) მოგებული მატჩი შეაფასა.
„შეშლილი თამაში იყო. რთულია, როცა გუნდი შენგან ამდენს ელოდება, შენ კი პენალტს აფუჭებ. მეჩვენებოდა, რომ გუნდი დავაღალატე, ჩემს თავზე გაბრაზებული ვიყავი.
უნდა ვკონცენტრირდე იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ჩემი თანაგუნდელები დიდებულები იყვნენ. ეს არის ის რეალი, რომლის ხილვაც ყველას გვინდა და ის, რომელსაც ქომაგები იმსახურებენ.
როცა ამ მაისურს ატარებ, დანებების უფლება არ გაქვს. პენალტი როცა გავაფუჭე, ჩემს თანაგუნდელებს ჩემი დადანაშაულება შეეძლოთ, მაგრამ მხარი დამიჭირეს, დამამშვიდეს. ათი კაცით დარჩენის შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ, ამ ბრძოლას გავუძელით და ლა ლიგისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.
მთლიანობაში კარგად ვითამაშე. ოჯახთან ერთად კარგად დავისვენე და დიდი წყურვილით დავბრუნდი. პენალტმა ჩემზე ვერ იმოქმედა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ კარგად ვთამაშობ.
გამარჯვების გოლის გატანა სასიამოვნოა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშოთ ისე, როგორც დღეს. მინდა ამ გუნდის ლიდერი ვიყო და დღეს ეს დავამტკიცე." - აღნიშნა ინგლისელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები