• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
როგორ გახდა შონ ო'მალი UFC-ის ჩემპიონი?
UFCUFC

როგორ გახდა შონ ო'მალი UFC-ის ჩემპიონი?

13 სექ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

15 სექტემბერს UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ამერიკელ შონ ო'მალის დაუპირისპირდება და შეეცდება მას ტიტული წაართვას.


საინტერესოა, თუ რა გზა გაიარა მერაბის მეტოქემ UFC-ში და როგორ მივიდა ჩემპიონობამდე. შონ ო'მალის MMA რეკორდი 18-1-0 არის, აქედან კი UFC-ში მან 12 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 1 წააგო, ერთიც კი No Contest-ად გამოცხადდა.


ამერიკელის დებიუტი UFC-ში 2017 წლის დეკემბერში შედგა. მისი პირველი მეტოქე ტერიონ უეირი იყო, რომელიც გადაწყვეტილებით დაამარცხა. 2018 წლის მარტში შუგა ანდრე სუხამტატს შეებრძოლა და მასაც გადაწყვეტილებით აჯობა.


ო'მალის კარიერაში ყველაზე აქტიური წლები 2020 და 2021 იყო. მან ამ 2 წელიწადში ჯამში 6 ბრძოლა ჩაატარა.


2020 წელს ო'მალიმ 3 ბრძოლა 6 თვეში ჩაატარა, სამივე ბრძოლა პირველ რაუნდში დასრულდა. მარტში შონმა ხოსე ალბერტო კინიონესი დაამარცხა ტექნიკური ნოკაუტით, ივნისში კი ედი უაინლენდს სძლია იმავე მეთოდით.


2020 წლის აგვისტოში ო'მალიმ UFC-ში პირველი და აქამდე უკანასკნელი მარცხი განიცადა. მას პირველ რაუნდში მარლონ ვერამ მოუგო ტექნიკური ნოკაუტით.


2021 წელსაც ამერიკელმა 3 ბრძოლა ჩაატარა და სამივე მათგანში ნოკაუტით იმარჯვა. მარტში მისი მეტოქე ტომას ალმეიდა იყო, ივლისში კრის მოუტინიო, დეკემბერში კი რაულიან პაივა. სამივე მათგანს შონმა ბრძოლა ნაადრევად დაუსრულა.


2022 წლის ივლისში პედრო მუნიოსთან ბრძოლა ე.წ. No Contest-ად გამოცხადდა და შედეგის გარეშე დასრულდა. აქედან რამდენიმე თვეში ო'მალი რუს პიოტრ იანს შეხვდა და მეტოქე გადაწყვეტილებით დაამარცხა.


2023 წლის აგვისტოში კი შუგამ უკვე საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. მისი მეტოქე სუპერმსუბუქი წონის მაშინდელი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი იყო, რომელსაც ო'მალი ბრძოლა მეორე რაუნდში დაუსრულა და UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა.


2024 წლის მარტში კი შონმა ტიტული პირველად დაიცვა და მარლონ ვერას გადაწყვეტილებით სძლია.


15 სექტემბერს ო'მალი ქამრის დაცვას მორიგ ჯერზე შეეცდება, თუმცა ამჯერად მეტოქე მერაბ დვალიშვილია, რომელიც თავის მხრივ მზად არის, რომ ამერიკელს ტიტული წაართვას და UFC-ის მორიგი ქართველი ჩემპიონი გახდეს.


ფოტოისტორია: დვალიშვილისა და ო'მალის საჩემპიონო პირისპირ დგომი


ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
შონ ო'მალი
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფოტოისტორია: მანქანა შეუჩერებელია - დვალიშვილის ქამრის დაცვა ო'მალისთან

•ქართული

ქართული

ფოტოისტორია: მანქანა შეუჩერებელია - დვალიშვილის ქამრის დაცვა ო'მალისთან
•ქართული

ქართული

VIDEO: "ცოტა ხანი დავისვენებ" - დვალიშვილი და სენდჰეგენი ბრძოლაზე შეთანხმდნენ

•ქართული

ქართული

VIDEO: "ცოტა ხანი დავისვენებ" - დვალიშვილი და სენდჰეგენი ბრძოლაზე შეთანხმდნენ
•ქართული

ქართული

"მეტი არაფერია სათქმელი. ლეგენდა" - თოფურია დვალიშვილზე

•ქართული

ქართული

"მეტი არაფერია სათქმელი. ლეგენდა" - თოფურია დვალიშვილზე
•ქართული

ქართული

VIDEO: დიდების მომენტი - როცა აშშ-ის პრეზიდენტიც გაფასებს

•ქართული

ქართული

VIDEO: დიდების მომენტი - როცა აშშ-ის პრეზიდენტიც გაფასებს
•ქართული

ქართული

News image

3 სთ წინ

ფოტოისტორია: მანქანა შეუჩერებელია - დვალიშვილის ქამრის დაცვა ო'მალისთან

News image

5 სთ წინ

VIDEO: "ცოტა ხანი დავისვენებ" - დვალიშვილი და სენდჰეგენი ბრძოლაზე შეთანხმდნენ

News image

3 სთ წინ

"მეტი არაფერია სათქმელი. ლეგენდა" - თოფურია დვალიშვილზე

News image

3 სთ წინ

VIDEO: დიდების მომენტი - როცა აშშ-ის პრეზიდენტიც გაფასებს